საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციასთან

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია, დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე და პროფესორი ირაკლი დვალიძე, ორადიას უნივერსიტეტის პროფესორსა და ბიჰორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს - კარმენ ადრიანა დომოკოსს შეხვდენენ.

 

კარმენ ადრიანა დომოკოსს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება რუმინეთის სააპელაციო სასამართლოს სისტემაში, სხვადასხვა პერიოდში იყო სასამართლოს პრეზიდენტი/ვიცე-პრეზიდენტი, ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურორად. პროფესორი დომოკოსი ორადეას უნივერსიტეტის (რუმინეთი) იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Penal Law) წევრია.

 

შეხვედრაზე განიხილეს სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის გაწევრიანების პერსპექტივები. სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაცია სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კვლევითი გაერთიანებაა და წარმოადგენს თანამშრომლობის გლობალურ პლატფორმას. ასოციაცია დაარსდა 1924 წელს და მისი საქმიანობა მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკას, შედარებით სისხლის სამართალს, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და საერთაშორისო სისხლის სამართალს. 

 

თარიღი: 15/08/2023